მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საჯარო განხილვა

7 ივნისს, 12:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში,  გაიმართება  მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა. 

დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

 საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია ელექტრონული და   მატერიალური სახით. 

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან  15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;  ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მისამართი: მცხეთა. ანტიოქიის ქ. N7.

აღნიშნული კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში. 

მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №9.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018