მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა დაფუძნდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, დიმიტრი ზურაბიშვილთან ერთად გახსნა.

გამომსვლელებმა მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ჯეროვნად აღსრულების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს მნიშვნელოვან ჩართულობაზე გაამახვილეს ყურადღება და მუნიციპალურ დონეზე მიმდინარე პროგრამების შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარების, სერვისების ერთობლივად მიწოდების ხელშეწყობის მიზნით,  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმა დაფუძნდა.

პლატფორმა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩამოყალიბდა, მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე და ევროპის საბჭოს ექსპერტი, ნინო ზურაბიშვილი, მცხეთის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის თვითმმართველი ერთეულების პირველი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

პირველი ნაწილი ინტერმუნიციპალური პლატფორმის კონცეფციისა და საქმიანობის წესის განხილვას დაეთმო. ისაუბრეს საჭიროებაზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების შესახებ. 

ბოლოს, მონაწილეებმა პლატფორმის მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018