მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, მცხეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, მუხრანის მოხუცთა თავშესაფარს, უსინათლოებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტები გადასცა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წინასწარ მიულოცა და პირადად გადასცა კუთვნილი ნობათი.

მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი სააღდგომო ნობათი 1600 ოჯახმა მიიღო.

მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი სახის საქველმოქმედო ღონისძიებებს პერიოდულად ახორციელებს და შესაძლებლობის ფარგლებში, საკვები პროდუქტებით ეხმარება სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე შეჭირვებულ ოჯახებს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018