მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქრისტე აღსდგა!

ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

სააღდგომო ლიტურგიას პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ოჯახებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ესწრებიან. 

“გილოცავთ კიდევ ერთხელ ქრისტეს აღდგომის უდიდეს სიხარულს!  უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების განმტკიცება, გამრავლება და დღეგრძელობა! 

მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს!” - დიმიტრი ხუნდაძე.

“ეს არის დღე, რომელშიც თავმოყრილია მთელი ჩვენი რწმენა, სიყვარული და სიხარული. ეს არის ცოდვაზე და სიკვდილზე გამარჯვების ზეიმი.

ამ დღის რწმენას სიხარული და მშვიდობა მოეტანოს თქვენს ოჯახებში და სრულიად საქართველოში!” - დიმიტრი ზურაბიშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018