მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შიომღვიმის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა

შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხევის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა.

აღნიშნული ხევიდან წვიმის შედეგად დაგროვილი მიწის მასა მთლიანად გატანილია, რათა კალაპოტმა დაუბრკოლებლად გაატაროს შემდგომი ნაკადი.

სამუშაო პროცესს და ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილეებთან და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე სამხარეო ადმინისტრაციის პირველ პირებთან ერთად გაეცნენ.

ნაშალ მასალას გზის სავალი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა არა დაუზიანებია.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018