მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა დეკანოზ მამა დავითთან ერთად, კულტურული ტურის ფარგლებში, იაპონიის ფინანსთა, ფინანსური სამსახურის მინისტრს სუზუკი შუნიჩისა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკს უმასპინძლა და მცხეთის ისტორიული ძეგლები ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერებინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერის წარმომადგენელი მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ილია ჯიშკარიანი.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-იაპონური ურთიერთობის მნიშვნელობასა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ მცხეთა და იაპონიის ქალაქი ჰიკონე 2018 წლიდან დამეგობრებული ქალაქები არიან. დამეგობრებას საფუძვლად ედო შემდგომში ქართულ-იაპონური ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარება.