მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ცენტრის თანამშრომლებმა დედის დღე მიულოცეს მცხეთის საპატიო და უხუცეს ბიბლიოთეკარს ნაზი ბენაშვილს, მას სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 5 მარტს, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის გაიმართა სალონური საღამო „გაზაფხული თქვენია“, რომელშიც მონაწილეობდნენ ტრიო „ბალადა“, მსახიობები გივი სიხარულიძე, ონისე ონიანი და გიორგი გასვიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ და ქალთა დღესასწაულები მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ და მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილმა. 8 მარტს, კვირეულის დასასრულს კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში ეთნო ჯაზ-ბენდმა „ეგარი“ გამართა კონცერტი.

  

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018