მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მსვლელობა მცხეთაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით

ქალაქ მცხეთაში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა გაიმართა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, თვითმმართველობასთან და სასულიერო პირებთან ერთად, თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათზე შეიკრიბა, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე გაემართა. 









მსვლელობაში საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილეებთან, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი მოადგილეებთან, ასევე, მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები - მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსვლელობის დასრულების შემდეგ სამღვდელოებამ სვეტიცხოველში სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა.

ვრცლად:

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018