დღეს, მეთორმეტე კლასელებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა - ბოლო ზარი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა სკოლა დამთავრებულ მოსწავლეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, უსურვებს წინსვლას , ნათელ მომავალს და წარმატებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.
"გილოცავთ მე-12 კლასელებო ბოლო ზარს. თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი და მეტად საინტერესო ეტაპი იწყება. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ასახელებთ ოჯახს, სკოლას და ჩვენს ქვეყანას" - დიმიტრი ზურაბიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი