მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში წყალმომარაგების ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, რეზერვუარების და მილსადენების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და მოადგილე გიორგი ბაჯაძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
პროექტი ითვალისწინებს 4 ერთეული ახალი 200 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის მშენებლობას, ადგილზე ეწყობა საქლორატორო შენობები და სოფელ წილკნის განაპირა უბნისთვის ახალი რეზერვუარი.
სოფელ წილკანში, ჭაბურღილების სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 1 245 887 ლარს შეადგენს.