მცხეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით და მცხეთის მუნიციპლიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით, 9 აპრილიდან 26 მაისის ჩათვლით ,,თავისუფლების თამაშები- 2024" მიმდინარეობს.
მასში მუნიპალიტეტის სააჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. ასპარეზობები სპორტის 11 სახეობაში მიმდინარეობს: კალათბურთი, ფეხბურთი, ცურვა, ჭიდაობა, ველოსპორტი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, ნიჩბოსნობა და ფრენბურთი.
,,თავისუფლების თამაშებში“ აქტიურად არიან ჩართული მცხეთის მერიის დაქვემდებარებაში შემავალი სპორტული ა(ა)იპ-ები, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ სახეობას ორგანიზებას უწევენ.
ტურნირის მიზანი მუნიციპალიტეტის სკოლებში ფიზიკური და სპორტული აქტივობის პოპულარიზაციაა, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სისტემაში ფიზიკური აღზრდა-განათლებისა და სასკოლო სპორტის განვითარებას.
გამარჯვებულებსა და პრიზიორ გუნდებს მერიის მიერ დაწესებული თასი, მედლები და სიგელები გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფლების თამაშები“ დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება და ამავდროულად, ის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“-ის მოთელვითი აქტივობაა. ამ თამაშებით სკოლას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“-ის მუნიციპალური თამაშებისთვის გუნდები სათანადოდ დააკომპლექტოს.