26 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მცხეთაში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ორკესტრის მსვლელობა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართლის ჯიშის ღვინოები, ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით;
საბავშვო სივრცე: ანიმატორები, გვირგვინების დაწნა, სპორტული თამაშები, საბავშვო ატრაქციონები, კედლის მოხატვა;
ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების კონცერტი;
აჟღერდება საქართველოს ჰიმნი;
მოუსმენენ აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას;
საღამოს გაიმართება კონცერტი სოფო გელოვანის, გიორგი სუხიტაშვილის, ნეკა სებისკვერაძის, დათუნა სირბილაძის, ანი კეკუას, დათუნა მგელაძის, ეკა დოლიძისა და ეთნო ჯაზ ჯგუფი "ირიაო"-ს შესრულებით.