25 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და კულდიგის რაიონულ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მეგობრობისა და თანამშრომლობის 38 წელზე მეტი გამოცდილების საფუძველზე, მხარეებმა ხელი მოაწერს შეთანხმებას კულდიგის რაიონულ საბჭოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივის შესახებ.
ითანამშრომლებენ რეგიონული მართვისა და განვითარების, ეკონომიკის, კულტურისა და სპორტის, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის, იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლების მართვისა და კონსერვაციის, გარემოს დაცვის სფეროში.
მხარეები ვალდებულნი იქნებიან ხელი შეუწყონ ადგილობრივ მეწარმეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობას.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლატვიის ისტორიისა და ეროვნული ტრადიციების აღიარებასა და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას.