მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მისაქციელში კალათბურთის ჯგუფს სპორტული ინვენტარი გადაეცა

სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაში არსებულ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის კალათბურთის ჯგუფს, ახლადშექმნილი მცხეთა-მთიანეთის კალათბურთის ფედერაციის სახელით, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სხვადასხვა საკალათბურთო ინვენტარი გადასცეს.

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი და აიპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელი ივანე რთველიაშვილი ესწრებოდნენ.

კალათბურთის განვითარების პროექტის ფარგლებში რეგიონებისთვის გადაცემული ინვენტარი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საკალათბურთო სექციების მუშაობ, კიდევ უფრო გააფართოებს და ხელს შეუწუონს მათ საქმიანობას.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018