მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებათა პროგრამა

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის მიერ ორგანიზებული 1 ივნისის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ღონისძიებათა 

პ რ ო გ რ ა მ ა

 1 ივნისი - 12:00 სთ - 16:00 სთ - საბავშვო გასართობი აქტივობები: შოუ-პროგრამა, სახეზე მოხატვა, მცხეთის თოჯინების თეატრი, ზღაპრის გმირები, ანიმატორები. (მცხეთის ცენტრალური სკვერი).

 2 ივნისი - 14:00 სთ - ქსოვრისის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

3 ივნისი - 12:00 სთ - მცხეთის მაყვალა მრევლიშვილის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის გასვლითი ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. 3 ივნისი - 12:00 სთ. ქსნის ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა - ,,ჩვენ ვართ ბავშვები და ზეცაში ლურჯ ბურთებს ვისვრით’’ . 3 ივნისი - 14:00 სთ. ქსნის კულტურის სახლის ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

 4 ივნისი - 17:00 სთ. - მცხეთის თოჯინების თეატრის პრემიერა - ,,ძია ჯამბაზი და თაგუნა მიციკი ‘’ (მცხეთის კულტურის ცენტრი) 

5 ივნისი - 15:00 სთ. - ინტელექტუალურ/შემეცნებითი კონკურსი ,,ეტალონი’’ (მცხეთის კულტურის ცენტრი) 5 ივნისი - 17:00 სთ. მცხეთის ბავშვთს თეატრალური დასის (რეჟისორი ბესიკ ლომსაძე) სპექტაკლი - ,,ქაჯანა’’. (მცხეთის კულტურის ცენტრი) 

6 ივნისი - 18:00 სთ. ცნობილი მომღერალ-შემსრულებლის ,,პანჩოს’’ (ლევან მგალობლიშვილი) სოლო კონცერტი. (მცხეთის კულტურის ცენტრი)

 7 ივნისი - 14:00 სთ. ნატახტრის ვაჟა-ფშაველას სახელობის ბიბლიოთეკა, შემეცნებითი ღონისძიება - ,,ზღაპრის კალათა’’. 7 ივნისი - 15:00 სთ. - ნატახტრის კულტურის სახლის ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

გთხოვთ, გვეწვიოთ! 

დასწრება თავისუფალია

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018