11 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ, ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლებს რეგიონულ ეტაპზე მონაწილეობისათვის მერიის მიერ შეძენილი სპორტული ფორმები გადასცა საქართველოს ბავშთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მცხეთა-მთიანეთის კოორდინატორ ელენე ზურაბიშვილთან ერთად. მცხეთის მუნიციპალიტეტში საკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი 8 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. აპრილში კი ,,მხიარული სტარტები“ გაგრძელდება. სკოლების მოსწავლე გოგონები და ვაჟები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ოლიმპიადაში, 7 სპორტულ სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს ( მინი ფეხბურთი, კალათბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი და ბადმინქტონი). გამარჯვებულები ფინალური ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური აქტიურადაა ჩართული სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საქმეში, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.