მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„საქართველოს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა

„საქართველოს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა 2024-2026“-თან დაკავშირებით, მცხეთაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულები - დავით ნოზაძე და ლევან ხარაბაძე, რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი დიდიძე და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს პროექტის ექსპერტმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, მხარეთა ჩართულობის გაძლიერების გზით, ინოვაციური იდეების გენერირებისა და პროექტების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს  „საქართველოს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა 2024-2026“-ის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერაა შემუშავებული. ასევე, საუბარი შეეხო დაფინანსების შესაძლებლობებს, ინტეგრირებული განვითარების პროექტების მაგალითებს, პროგრამის განხორციელების ეტაპებსა და სხვა თემატურ საკითხებს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018