მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ახალდაბის და წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, ხოლო გამარჯვებულებს - პორტატული  და პლანშეტური კომპიუტერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები.

სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პრიორიტეტია ენერგეტიკის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება, პროფესიის არჩევისას ენერგეტიკის სექტორით მათი დაინტერესების გაზრდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების შესახებ, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ, რასაც ცენტრის დახმარებით ვახორციელებთ.  ამ მიმართულებით, მომავალშიც არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი  - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ახალდაბის და წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროექტის, მიზანს წარმოადგენდა ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018