მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი კომისიის სხდომა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი კომისიის სხდომა გაიმართა. 

სხდომაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, 25 მაისს ქალაქ მცხეთასა და  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 

მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, ზიანის აღმოფხვრის მიზნით, მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. 

მერმა კომისიის წევრებს და მერის  წარმომადგენლებს მოუწოდა,  რომ პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია საჭიროებების შესახებ, პრობლემების აღმოსაფხვრელად, რათა შესაბამისი სამსახურების ჩართულობით სწრაფად და ეფექტურად მოხდეს რეაგირება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018