აღმაშენებლის ქუჩაზე, მცხეთის შემოსასვლელში, პომპეუსის ხიდის მიმდებარედ, მტკვარზე გადასახედი მოედნის მოწყობა დასრულდა და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მცხეთის დიდებული ხედებით დატკბნენ.
მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, მოაჯირი და დეკორატიული სკამები ტრავენტინის ფილებით მოპირკეთდება. სივრცე, დეკორატიული გარე განათებებით და ყვავილოვანი მცენარეებით შეივსო.
აღნიშნული პროექტის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 116 327 ლარია.