მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მისაქციელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილეებთან გივი გიუტაშვილთან, გიორგი ბაჯაძესთან, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მისაქციელში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარეობს მე-8 და მე-11-ე ქუჩების ასფალტის ფენის დაგება, ასევე ეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელი მონაკვეთები.  დასრულებულია სანიაღვრე არხების მოწყობაც.

პროექტს მცხეთის მუნიციპალიტეტის კონტრაქტორი  კომპანია ,,ბი ემ სი“ ახორციელებს, რომლის საელშეკრულებო ღირებულება 816 995 ლარია.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018