მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის, დიმიტრი ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვა, აღრიცხული დოკუმენტაციის გაფორმება და შესაბამის კომისიაზე გადაცემა.
შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე გივი გიუტაშვილი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა შერმადინი, მოადგილეები, შესაბამისი სამსახურებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.