მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოციალურ საკითხთა კომისია

5 ივნისს,  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამაზ ფოლოდაშვილი უძღვებოდა. 

სხდომაზე, თამაზ ფოლოდაშვილმა, კომისიის წევრებთან ერთად მოქალაქეთა განცხადებები განიხილა. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამით უკვე ისარგებლა 608 ბენეფიციარმა. ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულმა თანხამ კი 450791 ლარი შეადგინა.

პროგრამის მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე : http://mtskheta.gov.ge/ka/additional/social-programs/p1


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018