მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მდგრადი ენერგეტიკის ევროპის კვირეული

მცხეთის მუნიციპალიტეტი მდგრადი ენერგეტიკის ევროპის კვირეულს შეუერთდა, რომლის ფარგლებში სოფ. წეროვანში, ველორბენა გაიმართა. 

ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის და ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. 

ჩვენი მუნიციპალიტეტი, 2015 წლიდან მერების შეთანხმების ხელმომწერია. კვირეულის ფარგლებში კი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, თითოეულ მონაწილეს თავისი განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. 

კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას და ამ გზით, შეახსენოს საზოგადოების სხვადასხვა ფენას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, როგორც გლობალური, ასევე, ლოკალური ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შერბილების პოტენციალი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018