მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე გიორგი ბაჯაძე და თამაზ ფოლოდაშვილი, სოფელ ნავაზში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
მიმდინარეობს ერთ კილომეტრამდე ასფალტის ფენის დაგება, ასევე ეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელი მონაკვეთები. დასრულებულია გადასასვლელი ბოგირის და სანიაღვრე არხების სამშენებლო სამუშაოები.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც კოტრაქტორი კომპანია შპს “ გრანდ როუდ გრუპი” ახორციელებს. სახლეშეკრულებო თანხა 418 , 578 ლარს შეადგენს.