მცხეთაში, ოთარ კაპანაძის (სიხას) სახელობის ტურნირი მიმდინარეობს მინი ფეხბურთში.
ტურნირი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ქალაქ მცხეთაში, ყოველწლიურად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება, სადაც მონაწილეობას მცხეთის უბნებიდან მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები იღებენ.
ფინალური მატჩი 20 ივნისს, 20:00 საათზე მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლების საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.
ფინალში გამარჯვებულ გუნდს სიხას სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.