მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ოთარ კაპანაძის (სიხას) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

დასრულდა ოთარ კაპანაძის (სიხას) სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში. მასში გამარჯვება სვეტიცხოვლის გუნდმა  ,,მცხეთის დინამო“-მ მოიპოვა და სიხას სახელობის გარდამავალი თასი გადაეცა.

ტურნირი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას მცხეთის უბნებიდან მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები იღებენ. 

სპორტული შეჯიბრების მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

წელს, აღნიშნულ შეჯიბრში 7 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარფინალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები  „ბაზრის უბანი“  და  „მცხეთის დინამო“ შეხვდნენ ერთმანეთს.

მატჩი 20 ივნისს, მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლების საფეხბურთო მოედანზე გაიმართა, სადაც ანგარიშით 4:1  სვეტიცხოვლის უბნის გუნდ ,,მცხეთის დინამო”-ს გამარჯვებით დასრულდა. 

გამარჯვებულს მამის სახელობის თასი ვახტანგ კაპანაძემ გადასცა.

ფასიანი საჩუქრები შემდეგ ნომინაციაში გადაეცათ: 

საუკეთესო მეკარე - საუკეთესო მეკარე - დათა ზურაბაშვილი (,,ბაზრის უბანი”)

საუკეთესო მოთამაშე - ნიკოლოზ კენჭაძე (,,მცხეთის დინამო”)

ბომბარდირი - ცოტნე ქავთარაძე (,,ბაზრის უბანი”)

ფინალის მონაწილე გუნდებმა კი მიიღეს შესაბამისი ფულადი ჯილდოები.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული პრიზები და ფულადი ჯილდოები მონაწილეებს მცხეთის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებმა გადასცეს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018