მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


პირველადი სამხედრო აღრიცხვა დასრულდა

23 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის მიერ დაიწყო 16 წლის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა, რომელმაც მოიცვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლები. დღეის მდგომარეობით 21 საჯარო სკოლაში აყვანილია 153 მოსწავლე. გარდა ამისა, მიმდინარეობს იმ ჭაბუკების აღრიცხვაზე აყვანაც, რომლებიც გასულნი არიან სკოლებიდან, მაგრამ რეგისტრირებულნი არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე. დღეს დასრულდა ერთი ეტაპი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში. ახალგაზრდებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა თავად სამსახურის უფროსმა, ზურაბ საგინაშვილმა. სამხედრო სავალდებულო სამსახურში აყვანას კორდინაციას უწევს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურიე სამინისტრო. აღრიცხვას აწარმოებდნენ წვევამდელთა აღრიცხვის განყოფილების უფროსი დავით კბილაძე, უფროსი სპეციალისტი მარიამ მებუკე და სპეციალისტი თამაზ მუხადგვერდელი.

 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018