მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საქართველოს ჩემპიონატი საგზატკეცილო ველოსპორტში

საქართველოს ჩემპიონატი საგზატკეცილო ველოსპორტში დასრულდა. 

შეჯიბრება გაიმართა ინდივიდუალურ და ჯგუფურ რბოლაში, სადაც მცხეთელმა ველომრბოლელებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 2  ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

აღსანიშნავია ავთანდილ ფირანიშვილის წარმატება, რომელმაც უფროს ასაკში (ელიტა) ორივე დისტანციაზე ჩემპიონობა მოიპოვა.  

ინტერესი გამოიწვია გოგონათა შეჯიბრებამ, რომელიც სიახლეა ველოსპორტში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

პირველი ჩემპიონატის  გამარჯვებული მცხეთის გუნდის წევრი თამუნა მერაბიშვილი გახდა, რომელიც წეროვნის დევნილთა დასახლებიდანაა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ვულოცავთ გამარჯვებულებს ველოსპორტში, ვუსურვებთ წარმატებას შემდგომ ასპარეზობებში 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018