მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნავაზის შიდასაუბნო გზების მოწესრიგება დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

აღნიშნული გზის  მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის მიხედვით გზებზე ასფალტბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე არხები, რომელიც დაიფარება ცხაურებით. გარკვეულ მონაკვეთებზე დამონტაჟდება წყალგამტარი მილები.

სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ 404 999 ლარი შეადგინა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანია ,,გრანდ როუდ გრუპმა” განახორციელა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018