მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქსოვრისის სპორტული დარბაზი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში საჭიდაო დარბაზი შენდება, რომლის შიდა სივრცის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტით სპორტული დარბაზი ერთსართულიანი ნაგებობა იქნება, სადაც განლაგდება მთავარი დარბაზი შეჯიბრებებისთვის, სატრენაჟორო ოთახი, სველი წერტილი, პერსონალის ოთახები, გასახდელები – დუშებით, დამხმარე სათავსოები ინვენტარისთვის. ეზოში განთავსდება ავტოსადგომი.

შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს „კაიზენი“ ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 884,887 ლარია.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018