სოფელ აღდგომლიანთკარში საავტომობილო ხიდის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც სოფლისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი იქნება.
დასრულებულია მონოლითური რკინა ბეტონით ბურჯებსა და წყალამრიდი კედლების მშენებლობა. ზედა ნაწილზე, ხიდის თავში და ხიდის ბოლოში, მიმდინარეობს მეტალოკონსტრუქციით მოწყობა. გამავალი გზის საფარი რკინა ბეტონით დაიფარება.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ხიდმშენი 99” ახორციელებს.