მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე იმყოფებოდნენ ქ. მცხეთის, საგურამოს, ნატახტრისა და მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულებში და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. მოინახულეს ქ. მცხეთაში არსენას სკვერი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი ფანტანის აღდგენასა და გამწვანებას ითვალისწინებს. ახალი ობიექტები ემატება აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ სკვერს, სადაც ფანჩატური, სავარჯიშო მოწყობილებების დასადგამი ადგილი და ქუჩის (ცალფარიანი) კალათბურთის მოედანი შენდება. მცხეთაში, კიდევ ერთი ობიექტის - მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. გათვალისწინებულია მისი მოასფალტება და კომპლექსამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობა. მეორე ეტაპზე კი სკვერის მოწყობაა დაგეგმილი. ახალუბანში სოფლამდე მისასვლელი გზისა და არაშენდა - შანკევანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მშენებლობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ზოგიერთ მონაკვეთზე ასფალტი უკვე დაგებულია, ნაწილზე კი ხდება საფუძვლის მომზადება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისისთვის დასრულდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე, სოფელ მუხრანს ეწვივნენ და კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც 2018 წლის დეკემბრიდან დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. შენობის სახურავი უკვე გამოცვლილია. ამჟამად, გარე ფასადისა და შიდა ინტერიერის მოსაწესრიგებელი სამუშაოები მიმდინარეობს. იმყოფებოდნენ არაშენდაშიც, სადაც დასრულებულია ჭაბურღილის და სასმელი წყლის შემკრები ავზის მოწყობა, რომელიც მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია სოფლის სასმელი წყალით მომარაგებისთვის. აღნიშნული სამუშაოები, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018