10 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართება სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის - მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქ მცხეთის ფეხბურთის მოყვარულთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
მერაბ ხუცურაულმა მოღვაწეობა დაიწყო მშობლიური ქალაქ მცხეთის საფეხბურთო გუნდ ,,არაგვი“-ში (შემდგომში - ,,არმაზი“). თამაშობდა საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო გუნდებში. პროფესიონალური თამაში მოთამაშე მწვრთნელის რანგში, მშობლიურ გუნდში დაასრულა. სიცოცხლის ბოლომდე იყო ,,ლოკომოტივი“-ს მწვრთნელი.
მსურველ გუნდებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ განაცხადით:
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა - 2024 წლის 9 ივლისი, 15:00 სთ-ია.
აღნიშნულ დროს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მონაწილეობის მსურველ გუნდებს შორის გაიმართება კენჭისყრა, რომელსაც უნდა ესწრებოდნენ ამ გუნდების წარმომადგენლები.
ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
ტურნირზე გათამაშდება მერაბ ხუცურაულის სახელობის გარდამავალი თასი, ფასიანი საჩუქრები ნომინაციაში: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.
ფინალის მონაწილე გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოებს.
თამაშები გაიმართება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შერჩეულ საფეხბურთო მოედნებზე.
შეჯიბრების ხელმძღვანელია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
საკონტაქტო პირი : თამაზ გრძელიშვილი
ტელ: 577-60-70-95