მცხეთაში სამხედროს, კონსტიტუციის და გორგასლის ქუჩების დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
აღნიშნული გზის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო თანხამ ჯამში 245 851 ლარი შეადგინა.
პროექტის მიხედვით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავდა მის ასფალტბეტონით კეთილმოწყობას, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწესრიგებას და ბორდიულების მოწყობას.
სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანია „გლობალ ჰაუსმა“ განახორციელა.