მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს პროგრამები და სერვისები

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა მერიაში სსიპ -დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს  გააცნეს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს პროგრამები და სერვისები. 

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მოსახლეობას სთავაზობს ვაკანსიებს და კარიერულ კონსულტირებას, სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ხელშეწყობას, მოკლევადიან პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, შრომის ანაზღაურების სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას. 

აღნიშნული სერვისები არის უფასო და შეუძლია ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მოქალაქე.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018