დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სისხლის ბანკი „სიცოცხლის“ ორგანიზებით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სისხლის მოხალისეობრივი დონაციის აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სისხლი, მათთვის ვისაც ეს სჭირდება.