მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


"ლაშარობა“

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში სახალხო დღესასწაული ,,ლაშარობა“ აღინიშნა. 

დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოქმედი და მოყვარული სპორტსმენები შეეჯიბრნენ. აბსოლუტურ წონით კატეგორიის გამარჯვებული გახდა ვაჟა კაკილაშვილი.

ლაშარობის დღესასწაულს დაესწრნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თამაზ გრძელიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თევდორე კახუაშვილი, რომლებმაც გამარჯვებულებს პირადად მიულოცეს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მედლები და სიგელები გადასცეს. 

ჭიდაობის ტურნირი ქსოვრისში ა(ა)იპ უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018