მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მერაბ ხუცურაულის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში

მცხეთის მუნიციპალიტეტში, მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება მიმდინარეობს  მინი ფეხბურთში. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,   სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება, 13 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ტარდება,  სადაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქ მცხეთის ფეხბურთის მოყვარულთა 19  გუნდი იღებს მონაწილეობას.

ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

ტურნირზე გათამაშდება მერაბ ხუცურაულის სახელობის გარდამავალი თასი, ფასიანი საჩუქრები ნომინაციაში: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. 

ფინალის მონაწილე გუნდები მიიღებენ შესაბამის ფულად ჯილდოებს.

მერაბ ხუცურაულმა მოღვაწეობა დაიწყო მშობლიური ქალაქ მცხეთის საფეხბურთო გუნდ ,,არაგვი“-ში (შემდგომში - ,,არმაზი“). თამაშობდა საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო გუნდებში. პროფესიონალური თამაში მოთამაშე მწვრთნელის რანგში მშობლიურ გუნდში დაასრულა. სიცოცხლის ბოლომდე იყო ,,ლოკომოტივი“-ს მწვრთნელი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018