მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! 21 მარტს, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ჭრელი წინდებით და სლოგანით: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ საზოგადოება თავის მხარდაჭერას გამოხატავს. ამჯერად, მცხეთის მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დღის ცენტრთან „მომავლის რწმენა“ ერთად შეუერთდა აქციას. დღის ცენტის ბენეფიციერაბმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა და მერიის თანამშრომლებმა, ერთად დაამზადეს სამახსოვრო ჭიქები, რომლებზეც დატანილია სლოგანი: “მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ და ფერადი წინდების ფოტო, რაც გამოხატავს თითოელი მათგანის ხმას საზოგადოებაში. ასევე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ მასტერკლასი ფოტოგრაფიაში, სადაც მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ფოტოგრაფიის ხელოვნებას და პრაქტიკულ სამუშოს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018