მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024

„წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“- პროექტის ფარგლებში პირველი ადგილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის თანამშრომლობამ მოიპოვა პროექტით - „ინოვატორთა კლუბი-ციფრული კომპეტენციების განვითარება“. 

დაჯილდოების ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე ესწრებოდა.

პროექტი პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) მხარდაჭერით გაიმართა.

ყოველწლიური ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასა და წახალისებას.

გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილზე გასული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებიც. 

გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლებმა, პანელური დისკუსიის ფორმატში ამომწურავად ისაუბრეს პროექტის განხორციელების პროცესის შესახებ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ღონისძიების ბოლოს კი თითოეულ მათგანს გადაეცათ სერტიფიკატები და ჯილდოები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას წინა წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის გამარჯვებულმა, შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018