მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დასრულდა მერაბ ხუცურაულის სახელობის ტურნირი

დასრულდა სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის,  მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში, რომელიც  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

ფინალურ მატჩში, რომელიც მცხეთაში, სადგურის მოედანზე გაიმართა, ერთმანეთს ,,არმაზი” და ,,ქსოვრისი” დაუპირისპირდნენ. 

შეხვედრა 2:1 დასრულდა ,,არმაზი"-ს გამარჯვებით. .

ფინალისტ გუნდებს გადაეცათ დიპლომები, მედლები და ფულადი ჯილდოები. 

ნომინაციებში გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით :

  • ბომბარდირი -  თორნიკე ბალხამიშვილი   (წეროვნის დევნილთა დასახლების გუნდი)
  • საუკეთესო მეკარე -  ლევან კარკუსაშვილი  (არმაზი)
  • საუკეთესო მოთამაშე - ბექა ქინძოძე  (ქსოვრისი).

შეგახსენებთ, რომ  მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება, 13 ივლისიდან მიმდინარეობდა და მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქ მცხეთის ფეხბურთის მოყვარულთა 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ტურნირის მიზანი ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018