მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


კანოე - კაიაკის ფესტივალი მცხეთაში

მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიის ორგანიზებითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით მცხეთაში კანოე - კაიაკის ფესტივალი გაიმართა.

სპორტულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი,  სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიის დირექტორი ვიქტორ გრძელიშვილი ესწრებოდნენ.

ფესტივალზე, რომლის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენების წარმოჩენა, აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა, წარმოდგენილნი იყვნენ როგორც ქვემო ქართლის, ასევე შიდა ქართლის, აჭარის და სამეგრელოს რეგიონების ახალგაზრდები.

ასპარეზობაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ფესტივალის ყველა მონაწილე ნიჩბოსანს წარმატებას და წინსვლას უსურვებს სპორტულ ასპარეზობებში.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018