მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერმა მუხრანში მშენებარე ობიექტები მოინახულა

დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან, გიორგი ბაჯაძესთან  და ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად,  მუხრანში მშენებარე ობიექტები მოინახულა.  

სოფელ მუხრანში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 523 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „მალგიო“ ასრულებს.

ასევე, ესტუმრა პატარა ქანდის ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს, სადაც შიდა მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. 

კომპლექსში განთავსებულია საჭიდაო და ფიტნეს დარბაზები ტერასითა და მოსასვენებელი სივრცით.

გარე პერიმეტრზე ეწყობა რეკრეაციული ზონები და ღია ავტოსადგომები.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 661 499 ლარს შეადგენს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018