მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალი სკვერი ნიჩბისში

მცხეთის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება.

აღნიშნული მიმართულებით, ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, საბავშვო და სპორტული კუთხეები. საბავშვო სივრცეში განთავსდება ორდონიანი ატრაქციონი, რომლის მიმდებარე ტერიტორია, უსაფრთხოების მიზნით, დაიფარება კაუჩუკის საფარით. 

მოეწყობა სავარჯიშო ტრენაჟორები, დაიდგმება ტენისის მაგიდა და განთავსდება ფანჩატური. სავალ ნაწილზე დაიგება ქვაფენილი. სკვერი შემოიღობება რკინის კონსტრუქციით. განთავსდება მოსასვენებელი სკამები და  ურნები. განათდება დეკორატიული სანათებით.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 248 864 ლარს შეადგენს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018