დასრულდა 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატი სამთო ველოსპორტში, რომელიც წარმატებული იყო მცხეთელი ველომრბოლელებისთვის.
აიპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა შეჯიბრებებზე ოთხ ასაკობრივ ჯგუფში 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი მრბოლელების გამოსვლა 2006 -2007 წელს დაბადებულთა შორის, როგორც ვაჟთა, ასევე, გოგონათა კატეგორიაში , სადაც კვარცხლბეკზე ყველა ადგილი ჩვენმა სპორტსმენებმა დაიკავეს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მცხეთელ ველომრბოლელებს საპრიზო ადგილებზე გასვლას და წარმატებებს უსურვებს მათ შემდგომშიც.