30 ივლისს, ქალაქ მცხეთაში ჩატარდა მუნიციპალური ჩემპიონატი ფეინთბოლში, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობითა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს.
პირველი ადგილი დაიკავა ციხისძირის გუნდმა, მეორე ადგილი - მუხრანმა, მესამე - ვაზიანმა. სამივე გუნდს გადაეცა სიმბოლური ჯილდო.