მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საინფორმაციო შეხვედრა მცხეთის მერიაში



მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მცხეთის მუნიციპალიტეტში მიწის რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი,  მოადგილე  თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძე და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მცხეთის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში ეტაპობრივად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მცხეთის მუნიციპალიტეტში, 2022 წლიდან გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს, რომელზეც  მოქალაქეებს  აქვთ  უფლების   დამდგენი  დოკუმენტი, ან  არის  თვითნებურად  დაკავებული და  უფიქსირდება  ფლობა-სარგებლობა  2007 წლის  20  სექტემბრის  მდგომარეობით.

პროცესი სრულად ციფრულია, რაც საამზომველო საქმიანობაში პრაქტიკულად გამორიცხავს მიწის ნაკვეთების გადაფარვასა და ცდომილებას.

პროექტით სარგებლობა ყველა მოქალაქისთვის არის სრულიად უფასო - როგორც მიწის აზომვის, ისე რეგისტრაციის პროცესი.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).




© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018