2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნა.
ტრადიციად ქცეული წესით, ღონისძიების მასპინძელი ყოველ წელს სხვადასხვა კუთზეა. წელს ქვემო ქართლის მხარე მასპინძლობდა. მათ მიერ ადგილზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობა - ფოლკლორი, მხატვრობა, ლიტერატურა, ტრადიციული სამზარეულო და სხვა.
ღონისძიებას, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ქვემო ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. მისი შემოქმედება ეროვნული თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების გაღვივებას ემსახურება.
„ილიაობის“ დღესასწაული, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, 2014 წლამდე აღარ აღნიშნულა. 2014 წელს კი, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივით, დღესასწაული განახლებული ფორმატით აღდგა.
ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს ხვდება და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები, ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა.