სოფელ საგურამოში, ილიას ხსენების დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახლად რეაბილიტირებული სკვერისა და აღნიშნულ სკვერში, ილია ჭავჭავაძის ბიუსტი გაიხსნის ღონისძიება გაიმართა.
პროექტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და სხვა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით შესრულდა.
სკულპტურა, რომლის ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა, ბიზნესმენ ვაჟა უსანეთაშვილის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ყველა მონაწილეს.
ბიუსტის გახსნის ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.